
სასწავლო პროექტის გეგმა.
1.
პროექტის
სახელწოდება.
წითელ წიგნში შეტანილი გარეული ცხოველები და მათი დაცვა ბრაკონიერებისგან.
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით.
ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას გარეული
ცხოველები. განსაკუთრებით წითელ წიგნში შეტანილები, რადგან მათ გადაშენება ემუქრებათ.
3. პროექტის აქტუალობა.
პროექტი აქტუალურია იმით, რომ დაწყებითი
კლასების მოსწავლეები არ იცნობენ გადაშენების გზაზე მყოფ გარეულ ცხოველებს, მათ საარსებო
გარემოს. გაცნობის შემდეგ გაუჩნდებათ მათი დაცვისა და გაფრთხილების სურვილი. გაეცნობიან
ცხოველთა მრავალფეროვნებას. დააჯგუფებენ მათ
სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
4. პროექტის მიზანი.
·
წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების გაცნობა.
·
ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
·
თანამშრომლობის უნარის განვითარება.
·
ცხოველებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
5. მონაწილეთა ასაკი.
9-10 წელი.
6. ვადები ხანგრძლივობა.
ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები
·
მოსწავლე
საუბრობს წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე.
·
საუბრობს პირად დამოკიდებულებაზე ცხოველებთან.
·
მოსწავლე იცავს და ზრუნავს მათზე.
·
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები.
დაფა,ცარცი,წიგნი,კომპიუტერი,თაბახის ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა.(ძირითადი აქტივობები):
ვიწყებ გონებრივი იერიშით.ვსვამ კითხვებს:
რომელ გარეულ ცხოველებს იცნობთ?
შეძლებისდაგვარად აღწერონ მათი საარსებო
გარემო?
იცნობენ თუ არა წითელ წიგნში შეტანილ
ცხოველებს?
რატომ არიან ეს ცხოველები წითელ წიგნში
შეტანილი?
მივიყვან იმ აზრამდე, რომ უნდა დავიცვათ
და გაუფრთხილდეთ მათ.
ამის შემდეგ გადავდივართ ჯგუფურ მუშაობაზე.
კლასს გავყოფ 3 ჯგუფად:
1-ჯგუფი.
გარეულ ცხოველებს აჯგუფებს მშვიდობიან(ბალახისმჭამელ)
და მტაცებელ(ხორცის მჭამელ) ცხოველებად.
2-ჯგუფი.
ასახელებს გარეულ ცხოველებს და მათგან
გამოყოფს წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებს.
3-ჯგუფი.
აჯგუფებენ გარეულ ცხოველებს საბინადრო
ადგილის მიხედვით.
ჯგუფის ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას.
შეუძლიათ ერთმანეთისთვის კითხვების
დასმა.
გამოვლინდება ვინ უკეთ გაართვა თავი
დავალებას.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ სლაიდშოუს, სადაც ცხოველებს არ ექნებათ სახელები მიწერილი და
ვთხოვ ამოიცნონ ეს ცხოველები.
მოსწავლეებს თუ გაუჩნდებათ გარეული
ცხოველების ნახვის სურვილი მეორე დღეს დავგეგმავ ექსკურსიას ზოოპარკში.
კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას
„წითელ წიგნზე“ და ვიტყვი რომ წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების განადგურება კანონით
ისჯება.
შემაჯამებელი კითხვები:
რით იყო საინტერესო ეს პროექტი?
რა გაიგეთ ახალი?
რის გაგება გსურთ?
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვახდენ
მოსწავლეების სიტყვიერ შეფასებას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
·
აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);
·
ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
·
იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.
ბუნ.II.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ცოცხალი სხეულების დამახასიათებელ ნიშნებს; ირჩევს ცხოველს, აკვირდება და აგროვებს ინფორმაციას როგორ მოძრაობს, იკვებება, სუნთქავს, იზრდება, ვითარდება და მრავლდება.
11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):ხათუნა
კობახიძე
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
ict-xatunakobaxidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment